ცხელება
როგორ ჩამოვწიოთ ცხელება უსაფრთხოდ და როდის ვირეკოთ ექიმს
ჩვილისა და ბავშვის გადაუდებელი მდგომარეობები მშობელს სწრაფ, მშვიდ და სწორ მოქმედებას სთხოვს. საოჯახო მოდული აერთიანებს თეორიას, პრაქტიკულ სიმულაციას და მულაჟზე ვარჯიშს მოტორული უნარების განსავითარებლად.
ბავშვთა უსაფრთხოების და პირველადი დახმარების სრული პაკეტი.
როგორ ჩამოვწიოთ ცხელება უსაფრთხოდ და როდის ვირეკოთ ექიმს
მყეფავი ხველისა და სუნთქვის გაძნელების ამოცნობა და დახმარება
ბავშვის უსაფრთხოდ დაცვა კრუნჩხვის დროს, ნაბიჯ-ნაბიჯ
გულ-ფილტვის რეანიმაცია ჩვილსა და ბავშვზე მულაჟზე ვარჯიშით
დახრჩობისას ზურგზე დარტყმა და მკერდის კომპრესია, ჰეიმლიხის მანევრისა და სენდვიჩის მეთოდის გამოყენება
ჭრილობის დამუშავება და ძლიერი სისხლდენის შეჩერება
ალერგიული რეაქციისა და ანაფილაქსიის ამოცნობა და მოქმედება
თავის დაზიანების შეფასება და საგანგაშო ნიშნები
ვარდნის შემდეგ სწორი შეფასება და გადაადგილების რისკები
დამწვრობის გაგრილება, მოვლა და გავრცელებული შეცდომები
მონაწილეები მუშაობენ მულაჟთან, გადიან გულ-ფილტვის რეანიმაციის (CPR), სასუნთქი გზების დახშობის (ჰეიმლიხის მანევრი და სენდვიჩის მეთოდი) და ყოველდღიური ბავშვთა გადაუდებელი მდგომარეობების სცენარებს.
მოკლე და გასაგები ახსნა — რა ხდება და რატომ ვმოქმედებთ ასე.
ყოველდღიური ბავშვთა გადაუდებელი მდგომარეობების სცენარები.
CPR და სასუნთქი გზების დახშობა — ხელით, ტრენერთან ერთად.
ეს ვიდეოები აჩვენებს ტრენინგის პროცესს, იდეის შექმნის ისტორიას და საჯარო საუბარს ბავშვთა პირველადი დახმარების მნიშვნელობაზე.
რეალური შეტყობინებები, რომლებიც ტრენინგის შემდეგ მივიღეთ.
უთითებთ სასურველ დღეს, დროსა და მისამართს.
გადახდა არ არის საჭიროელფოსტაზე მიიღებთ ამ დროის დადასტურებას ან ალტერნატიულ დროებს.
დროის შეთანხმების შემდეგ მოგივათ გადარიცხვის დეტალები და ვადა.
დარჩენილ 116 ₾-ს იხდით ტრენინგის დღეს.
ტრენინგი ღირს 145 ₾ ერთ ოჯახზე და მოიცავს ოჯახის 1–5 წევრს. დროის შეთანხმების შემდეგ იხდით 29 ₾ ჯავშნის თანხას, დარჩენილ 116 ₾-ს კი — ტრენინგის დღეს.
ტრენინგი ტარდება თბილისში, თქვენს მისამართზე. ტრენერი მოდის პრაქტიკული ტრენინგისთვის საჭირო სრული აღჭურვილობით, ჩვილისა და ბავშვის მულაჟების ჩათვლით.
ტრენინგი გრძელდება დაახლოებით 90 წუთი.
საოჯახო მოდული მოიცავს 10 ძირითად თემას: ცხელება, კრუპი, კრუნჩხვა, პედიატრიული CPR, სასუნთქი გზების დახშობა, სისხლდენა, ალერგია, თავის ტრავმა, სიმაღლიდან ვარდნა, დამწვრობა.
ტრენინგი განკუთვნილია მშობლებისთვის, ბებია-ბაბუებისთვის, ძიძებისთვის და ოჯახის სხვა წევრებისთვის — ყველასთვის, ვინც ჩვილზე ან ბავშვზე ზრუნავს.
ტრენინგი აერთიანებს თეორიას და პრაქტიკას. მონაწილეები მუშაობენ მულაჟთან, გადიან გულ-ფილტვის რეანიმაციის (CPR), სასუნთქი გზების დახშობის (ჰეიმლიხის მანევრი და სენდვიჩის მეთოდი) და ყოველდღიური ბავშვთა გადაუდებელი მდგომარეობების სცენარებს.
დაჯავშნის გვერდზე უთითებთ სასურველ დღეს, დროსა და მისამართს — ამ ეტაპზე გადახდა არ არის საჭირო. ტრენერებთან შეთანხმების შემდეგ ელფოსტაზე მიიღებთ ამ დროის დადასტურებას ან ალტერნატიულ დროებს, შემდეგ კი 29 ₾-ის გადარიცხვის დეტალებს.
დიახ. თუ ტრენინგს ოჯახის 5-ზე მეტი წევრი ან რამდენიმე ოჯახი ერთად გეგმავთ, მოგვწერეთ — ფორმატსა და ფასს ინდივიდუალურად შევათანხმებთ.
აირჩიეთ თქვენთვის სასურველი დღე და დრო — ამ დროს ტრენერებთან შევათანხმებთ და პასუხს ელფოსტაზე მიიღებთ.